"ეს არის ახალაიებისა და სააკაშვილების ვილები წყნეთში"

"ეს არის ახალაიებისა და სააკაშვილების ვილები წყნეთში"

ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის " ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს ახალაიებისა და სააკაშვილის ვილებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი თქმით, წყნეთში მდებარეობს.

"ახალაიების ვილა მდებარეობს ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, სულ რაღაც 10 წლის წინ სანატორიუმში უამრავი ადამიანი ისვენებდა. დღეს ამ ადგილას მხოლოდ ახალაიები ისვენებენ!!! პერიმეტრს იცავს დაცვა...

სააკაშვილის მშენებარე უზარმაზარი ვილა (მაშტაბებით ბიძინა ივანიშვილის ე.წ "კოლბას" არაფრით ჩამოუვარდება) მდებარეობს არმისული წყნეთამდე - კაკლებში.

ჩვენი ინფორმაციით, მშენებლობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ავტორი სპეციალურად იტალიიდან ჩამოუყვანია იმ უბედურს... დიახ, სულ რაღაც 3-4 წლის წინ სააკაშვილების მშენებარე ვილის ადგილას უზარმაზარი ტყის მასივი გაიჩეხა.

უახლოეს მომავალში მოგაწვდით სხვა ბობოლა ნაციონალების ვილების ფოტოებს!", - აცხადებს სადღობელაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა