როგორ აღმოჩნდნენ რუსული სამხედრო მანქანები თბილისის ქუჩებში - შსს ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს

როგორ აღმოჩნდნენ რუსული სამხედრო მანქანები თბილისის ქუჩებში - შსს ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს

ბლოგებსა და ფორუმებზე გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელშიც ჩანს, რომ თბილისში რუსული სამხედრო მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ეხმიანება.

"სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს.

სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება.

ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის", - განმარტავს ნინო გიორგობიანი.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა