"ეს იყო ბაქი-ბუქი" - რას პასუხობს სკანდალური ჩანაწერის ავტორებს ვალერი ხაბურძანია

"ეს იყო ბაქი-ბუქი" - რას პასუხობს სკანდალური ჩანაწერის ავტორებს ვალერი ხაბურძანია

ორი ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და ვალერი ხაბურძანია 4 წლის წინ მოსკოვში ერთმანეთს შეხვდა. ირაკლი ოქრუაშვილმა და ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვში საათზე მეტხანს ისაუბრეს, ეს საუბარი კი ქართულ მედიაში ახლახანს გამოქვეყნდა.

"რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, ვალერი ხბურძანია განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მას აქვს უფლება დაადასტუროს , ან არ დაადასტუროს შედგა თუ არა მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის საუბარი. როგორც ხაბურძანია განმარტავს, მერაბიშვილი მას არ უსმენდა, მერაბიშვილი უსმენდა ირაკლი ოქრუაშვილს.

"მე არ მისმენდა ვანო მერაბიშვილი, მერაბიშვილი უსმენდა ოქრუაშვილს ამერიკელების მეშვეობით. ამერიკელებმა ქართულ სპეცსამსახურებს მისცეს სპეციალური ვირუსი და ფორმალურად გააფრთხილეს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ.

რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობას, ხაბურძანია განმარტავს, რომ ამ ჩანაწერში განსაკუთრებული არაფერია.

"არავითარი კრიმინალი ამ ჩანაწერში ჩემი მხრიდან არ არის, მე ეს საუბარი მივიღე, როგორც ბაქი-ბუქი "- დასძინა ხაბურძანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა