პარლამენტის თავმჯდომარე რომ ვიყავი, ცივი ოფლი გასხამდათ თქვენ და თქვენს მინისტრებს - ბურჯანაძე თარგამაძეს

პარლამენტის თავმჯდომარე რომ ვიყავი, ცივი ოფლი გასხამდათ თქვენ და თქვენს მინისტრებს - ბურჯანაძე თარგამაძეს

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში მწვავე დებატები გაიმართა ნინო ბურჯანაძეს და გივი თარგამაძეს შორის.

ბურჯანაძის განცხადებით, ის აუცილებლად დაბრუნდება ხელისუფლებაში და სამართლიანობას  აღადგენს.

""არასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი და მწვევე განცხადებებს ვაკეთებდი რუსეთთან დაკავშირებით, მე ჩავდიოდი რუსეთში, მწვავე გამოსვლის ფონზე პარალელურად ვესაუბრებოდი ადამიანებს, მქონდა მათთან შეხვედრები და ამ დროს ყოველთვის ვეძებდით გამოსავლის შესაძლებლობებს, თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა მაშინაც კი ეს მძიმე ურთიერთობები რუსეთთან. მე არასდროს ვყოფილვარ იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბურჯანაძემ..

ბურჯანაძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რეპლიკით უპასუხა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, 7 ნოემბერი და 26 მაისი  შეახსენა.

"მის გამო მოხდა კონკრეტული ადამიანების გარდაცვალება და ახლა ზის და მორალს კითხულობს." - აღნიშნა თარგამაძემ.

"ეგრე ყოჩაღად ვერ მელეპარაკებოდი პარლამენტის თავმჯდომარე რომ ვიყავი, ცივი ოფლი გასხამდათ თქვენ და თქვენს მინისტრებს"- დასძინა ბურჯანაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა