რუსეთს სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდა - ხაბურძანია

რუსეთს სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდა - ხაბურძანია

ტელეკომპანია "რუსთავი2-"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში,  ვალერი ხაბურძანიამ რუსეთი ფე-ეს-ბე-ს კავშირებსა და რუსეთის სპეც-სამსახურების წინაშე დაშვებულ შეცდომებზე,  გაერო-ში რუსეთის ელჩ ვიტალი ჩურკინსა და ირაკლი ალასანიას მეგობრობაზე ისაუბრა.

ხაბურძანიას თქმით, "წმინდა ამერიკული სპეც-სამსახურული შეცდომები" ალასანიას ახალგაზრდობის გამო მოსდიოდა, ხოლო რუსეთში სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდათ.

"2004 წელს როდესაც ირაკლი ალასანია შემოვიდა პოლიტიკაში მის მიმართ ჩურკინს ჰქონდა კარგი დამოკიდებულება. მისი კარგი განწყობის შესახებ მან მოახსენა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინებს,მე ვერ დავდასტურებ, რომ ის გადაეხვია ლავროვს, მაგრამ ჩემი ინფომრაციით, რაღაც საუბარი მათ შორის ასევე შედგა. ასევე საინტერესოა რითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია , მე არ მგონია აუდიტის სამსახურს შეემოწმებინა რა ფულით დაფინანსდა. მე მინდა გითხრათ ,რომ ამერიკელები ფულს არ იაძლევიან. იყო ასეთ შემთხვევა როდესაც ალასანიას გაბრაზებული ფონი ეჭირა, ჩვენთან შემოვიდნენ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელები და გაექაჩა "ფსბ"-ეს დირექტორს პატრუშევს. ეს იყო შეურაცხყოფა არა მარტო სტუმრის არამედ ჩემიც. მე მაშინ ვთქვი ,რომ ირაკლი ემოციები უნდა შეიკავოს. შემდეგ რუსები დაპირდნენ, რომ მამამისის საფლავს იპოვიდნენ და ამ ფონზე მეტნაკლებად ჩვენი ურთიერთბები გაჩერდა. შემდეგ მას შეეშალა ისიც, რომ მან ჩემს მოადგლეს გააყოლა ე.წ. მე-7-ე სამსახური და უთვალთვალებდა. შემდეგ მითხრა , რომ ეს უსაფრთხოებისთვის გააკეთა.ახალგაზრდობით ამ ყმაწვილს წმინდა ამერიკული სპეცსამსახურული შეცდომები მოსდიოდა. მაგრამ რამაც მე შემაშფოთა და არაფერში არ წერია, ერთ-ერთი სტუმრის გაცილების დროს, ეს იყო "ფსბ"-ს დირექტორის მოადგლე პორონიჩევი, მოვიდა ალასანია და გვერდით გაიყვანა პორონიჩევი, ჩემდა გასაკვირად ისინი ავიდნენ ტრაპზე, იქ რამდენიმე წუთი საუბარი მიდიოდა. მერე ჩამოვიდა და მითხრა, რომ მამაჩემი საფლავთან დაკავშირებით მიდიოდა საუბარიო. მე აპრიორი მივიღე ეს, რამდენიმე თვის შემდეგ მე მოვხვდი მოსკოვში და მე მომასმენინეს აუდიო ჩანაწერი, სადაც ირაკლი ალასანია პრონიჩევს ეუბნება, რომ მას აქვს პირდაპირი გასასვლელი შევარდნაძეზე, არ არის საჭირო ვალერი ხაბურძანია და ამ ფუნქციას თავად შეასრულებს,"-განაცხადა ხაბურძანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა