"ჩვენ შეგვიძლია გავიწიოთ, მიშას დ..". - რა მოლაპარაკებას აწარმოებდა მერაბიშვილი და ახალაია რუსეთთან

"ჩვენ შეგვიძლია გავიწიოთ, მიშას დ..". - რა მოლაპარაკებას აწარმოებდა მერაბიშვილი და ახალაია რუსეთთან

ოქრუაშვილ-ხაბურძანიას სკანდალური ფარული ჩანაწერი ქართულ მედიაში გავრცელდა. ორი ყოფილი მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი და ვალერი ხაბურძანია, "ქრონიკა პლუსის" ინფორმაციით, ერთმანეთს 4 წლის წინ - 2011-ში მოსკოვში შეხვდა. ირაკლი ოქრუაშვილმა და ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვში საათზე მეტხანს ისაუბრეს.

მინისტრები იმ დროისათვის საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდნენ. საუბარში ახსენებენ ბურჯანაძეს, ალასანიას, კიწმარიშვილს, ივანიშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას და სხვებს.

(ამონარიდი ჩანაწერიდან )

ირაკლი ოქრუაშვილი: უყურე, რას შვებიან, ახალაიებიდან დაწყებული, ცალკე ვანო ბევრ ტიპს აქ ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ თუ შემოსვლას აპირებთ, ჩვენ შეგვიძლია გავიწიოთ, მიშას დედა მოვუ...ნათ და მოგელაპარაკოთ ისე, რომ ჩვენც ვიყოთ თემაში და თქვენც ახალი სიტუაციის დასალაგებლად, თქვენი მხრიდან თქვენ იყოთ. ოღონდ ეს იმ შემთვევაში, თუ თქვენ მარტო ხართ ვიღაცეებთან ერთად. თუ ამ საქმეს მოყვება ოქრუაშვილი, მაშინ ჩვენ ბარიკადებზე ვიდგებით, ძმაო, ბოლომდე და არ დავთმობთ არაფერს. ავტომატურად ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტიპები, ჯერ ერთი, ბლეფობენ და მეორე იციან ჩემი აქაური თემები და ჩემს გვერდზე გაწევას ჩალიჩობენ აქედან. ვიღაცამ აქ რომ ჩათვალოს, რომ მე მგონი ამ ბიჭებთან მოლაპარაკება მართლა შეიძლება. ეს მე გიყვები დაახლოებით ბოლო სამი კვირის ამბავს, რაც, აი, ყურს ხომ აქ მუდმივად ვხვდები. რა ჯანდაბა უნდა ვქნათ? ამათ ერთგულება ვუმტკიცო, იმაზე მეტად არ დამიჯერებენ, ვიდრე ჯერათ. ა, ძმაო, ბორდელებში როგორ უვარდებიან, ჩემი რომ გაგიკვირდათ ყველას.

ვალერი ხაბურძანია: ვაიმე, რას შვებიან ესენიო, მე ვუთხარი, ასეა საჭირო-თქო.

ირაკლი ოქრუაშვილი: სიტუაცია არის ძაან ბუნდოვანი და ცაიტნოტური.

ვალერი ხაბურძანია: მე ვფიქრობ, რომ შენ ძაან ბევრ დროს უთმობ.

ირაკლი ოქრუაშვილი: აქაური სიტუაციების იმას ხო?

ვალერი ხაბურძანია: განსაკუთრებით, კანტორის ამბავს, დაანებე შენ ამას თავი.

ირაკლი ოქრუაშვილი: მართალი ხარ.

ვალერი ხაბურძანია: საკითხი როგორც კი დადგება, იმ წუთასვე გადაწყდება, რა... მე ხომ ახლა ის კაცი არა ვარ, რომ დაგიწყო, კი, კი, კი, არ არის საჭირო, როგორც კი დადგება, მეც დამიძახებენ, შენც დაგიძახებენ, და...

ირაკლი ოქრუაშვილი: ვალერი, "ხ...ი ევო ზნაეტ", ესენი რას იზამენ, რა თამაშს ჩაატარებენ.

ვალერი ხაბურძანია: ხუთიანზე ვარ დარწმუნებული, თუ არადა, მე ჩემზე თუ საჭიროება დადგება, ჩემი ძალები უკვე თუ საჭიროება დადგება, ათმაგდება და ასმაგდება. ახლა საჭიროება როცა არ დგას, აზრი არა აქვს, თანაც, 2012 წლის, რაც ვთქვით ჩვენ, იმ თარიღამდე, თუ საჭიროება დადგა, მე უკვე პირდაპირი კონტაქტები მაქვს.

ირაკლი ოქრუაშვილი: მომისმინე, მოდი, ასე ვთქვათ, მე ამათ კი მითხრეს, რისიც არა მჯერა, პრინციპში, რომ თუ დადგა ვადამდელი არჩევნების ამბავი, ჩვენ მაშინ აქ ნამეტანი ავატალახებთ, ...ლეზე მკიდია, მარტო მე მაინც არ მინდა გარევა და არ აღმოჩნდეს ზემოთ მზაობა, ჩვენ მაინც ავატალახებთ სიტუაციას, მაინც გადავწყვიტავთ, მაგისი არ მჯერა მე, მაგრამ დავუშვათ და მოხდა და მიშამ დანიშნა არჩევნები, ესენი გაყურსულები არიან, თავის იმაში ჩაფლულები არიან, მაშინ რას ვშვებით? მე მაგისი მეშინია, მაგის დედაც მოვ...ნ, კაი, იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია, ამხელა ზარალი მივიღე, გაბანკროტების დონე, ზარალი მივიღე. "ხ...ი ს ნიმ". ფეხებზე მკიდია ეგ. სიტუაცია რომ ხელიდან გავუშვა და კიდე არ გამატარონ, მერე უკვე დანძრეული მაქვს. დამთავრებული ამბავია, იქ ისე შეიფუთება ერთ თვეში, ორ თვეში სიტუაცია, მერე გინდა უკაკუნე "კრიშაზე", გინდა "გრანატამიოტი" ესროლე, არაფერი აღარ გამოვა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა