გიორგი მარგველაშვილი - უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს

გიორგი მარგველაშვილი - უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს

ნებისმიერი ქართველი მზად არის , უკრაინაში იმსახუროს, თუმცა უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოცემა "День"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე და პოროშენკოს მანდატი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა მოგვცა. ეს გვავალდებულებს, რომ გავამყაროთ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რომ არ ვასრულებდეთ ამ ვალდებულებას, ჩვენ კი ვასრულებთ, მაინც ვერ შევძლებდით ქართველებისა და უკრაინელების წაჩხუბებას, ვინაიდან ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს. უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული დეტალები, ლაფსუსები მშვიდობიან დროს მოგვარდება. "ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს პრობლემები აქვთ", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა