რა ქონებით ტოვებს ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობას

რა ქონებით ტოვებს ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობას

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი დაკავებულ თანამდებობას მარტიდან დატოვებს. მას დეკლარაცია მიმდინარე წლის 13 იანვარს აქვს შევსებული.

დოკუმენტის მიხედვით, მარგიშვილი თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 54.74 კვ.მ ფართობის ბინის 50%-იანი წილის მფლობელია (დანარჩენ 50%-ს მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ფლობს).

ალექსანდრე მარგიშვილს ვიცე-მერის პოსტზე მუშაობის პერიოდში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 31 918.00 ლარი.

თბილისის ვიცე-მერს არაერთი საკრედიტო ბარათი აქვს: "თიბისი ბანკი" 5 000.00 დოლარი (5 562.18 დოლარი გასავალი); "საქართველოს ბანკი" 4 000.00 ლარი (5273.55 ლარი გასავალი); "თიბისი ბანკი", სამომხმარებლო სესხი 10 000.00 დოლარი (7 469.89 დოლარი გასავალი); "თიბისი ბანკი", სამომხმარებლო სესხი 10 000.00 დოლარი (9 676.24 დოლარი გასავალი);

"თიბისი ბანკი", სამომხმარებლო სესხი 10 000.00 დოლარი (9 024.53 დოლარი გასავალი); "საქართველოს ბანკი", მიმდინარე სესხების გადაფარვა/პორტირება 75 276.05 ლარი (15 716.54 ლარი გასავალი).

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა