თავდაცვის მინისტრი თბილისში რუსული მანქანების გამოჩენაზე, რომელმაც მოქალაქეებში შიში გამოიწვია: "მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში..."

თავდაცვის მინისტრი თბილისში რუსული მანქანების გამოჩენაზე, რომელმაც მოქალაქეებში შიში გამოიწვია: "მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში..."

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ამტკიცებს, რომ რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანები უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი მიზნით მომხდარიყო, შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი აბსურდს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანები სამხედრო დანიშნულებისაა.

"ეს არის სრული აბსურდი, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედო ტვირთის, ნებისმიერი ორმგარი დანიშნულის ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით, ამიტომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით - უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გუშინ, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებული იყო სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით.

ასევე ნახეთ| როგორ აღმოჩნდნენ რუსული სამხედრო მანქანები თბილისის ქუჩებში - შსს ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს

ნახეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა