ირაკლი ალასანია - ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას არავის ვაპატიებ

ირაკლი ალასანია - ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას არავის ვაპატიებ

სააკაშვილი, ივანიშვილი და ახლა უკვე ხაბურძანია, ანუ "ფე-ეს-ბე" ერთად უტევენ "თავისუფალ დემოკრატებს", - ასეთი კომენტარი გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია "რუსთავი2-ით" გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე. ალასანიას განმარტებით, როცა საქმე ეხება ყველაზე მთავარ ღირებულებებს, მათ წინააღმდეგ წასვლას არავის აპატიებს, "ფე-ეს-ბეს" გენერალი იქნება ის, დირექტორი, თუ ვინმე სხვა.

"ძალიან ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილი, ივანიშვილი და ახლა უკვე ხაბურძანია, "ფე ეს-ბე ერთად უტევენ "თავსიუფალ დემოკრატებს". ეს ნიშანდობლივია იმ კუთხითაც, რომ ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ და ქართული საქმის კეთებით ვართ დაკავებული. რაც შეეხება თვითონ ინსინუაციებს, მე არანაირად არ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს იმ განცხადებებზე, რაც გუშინ გაკეთდა, თუმცა ერთ ვიტყვი, "ფე-ეს-ბეს" გენერალ დირექტორს, თუ ვინც არ უნდა იყოს, არავის ვაპატიებ ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, იმ ღირებულებების, რითვისაც იუნკერებმა და 90-იან წლებში ჩვენმა თანამოქალაქეებმა შესწირეს თავი", - განაცხადა ალასანიამ, რომლის შეფასებითაც, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება გულისამრევია და "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ტალახის სროლას ისახავს მიზნად.

"რუსთავი 2"-მა გუშინ გაავრცელა ირაკლი ოქრუაშვილისა და ვალერი ხაბურძანიას ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ირაკლი ალასანიას შეახებაც არის საუბარი. ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ირაკლი ალსანიას ახლო კავშირები ქონდა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელ ჩურკინთან და რუსეთის სასაზღვრო ჯარების მაღალჩინოსათან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა