ირმა ნადირაშვილი - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შსს-ში იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა

ირმა ნადირაშვილი - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შსს-ში იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო გაფორმებული და ხელფასსაც იღებდა.

როგორც ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ფაქტი საგულისხმოა იმის გამო, რომ საზოგადოებამ მისი ბიოგრაფიიდან აქამდე ამის შესახებ არ იცოდა. "ჩვენ არავის არ გვქონია ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ მოგვაწოდეს დოკუმენტები, რომ ის იყო გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში და 2013- 2014 წლის ბოლომდე ხელფასს იღებდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

წარმოდგენილი ხელფასების ნუსხიდან დასტურდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავიდან ჰქონდა 1250 ლარი, შემდეგ კი მისი სახელფასო განაკვეთი გაიზარდა და გახდა 1500 ლარი, ხოლო 2014 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში იღებდა 2000 ლარს. საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ფაქტი ერთ რამეს ადასტურებს - იმის ნაცვლად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდეს თავის მოვალეობას, იცავდეს ქვეყანაში წესრიგს, ებრძოდეს კრიმინალს, რაც მათ საერთოდ არ გამოსდით, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს სამინისტრო აქცია თავისი პატრიული აქტივისტების, მეგობრების, ნათესავების დასასაქმებელ ადგილად, რაც ვთვლით, რომ ნამდვილად აღმაშფოთებელი ფაქტია", - განაცხადა ნადირაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას, დაადგინოს, "ვინ არის თავშეყრილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რატომ იღებენ ეს ადამიანები ხელფასს და რატომ ხდება მათი დაფინანსება ბიუჯეტის ფულიდან".

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა