პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ ეტაპისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს . კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის გათვალისწინებით, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის შემადგენლობის არა ნაკლებ 1/4, ან მთავრობა მიმართავს.

გიორგი მარგველშვილს ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა. მათ შესაბამისი მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გუშინ წარუდგინეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა. შესაბამისად, ეს ვადა ხვალ იწურება. პრეზიდენტის მიერ აქტის არგამოცემის შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში იკრიბება.

ამ ეტაპზე პარლამენტის აპარატში ვერ აკონკრეტებენ, ჩატარდება თუ არა მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. პარლამენტის აპარატს რიგგარეშე სხდომის მომზადების თაობაზე რაიმე მითითება ჯერ არ მიუღია. გადაწყვეტილება ამის შესახებ ხვალისთვის გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა