როგორ გამოიყურება სტუდია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის გადაცემა გავა

როგორ გამოიყურება სტუდია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის გადაცემა გავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაცემა "2030" ტელეკომპანია "GDS"-ის ეთერში მარტიდან გავა. სტუდია უკვე მზადაა და მისი ფოტო "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გადაცემა ეთერში შაბათის გარდა, ყოველდღე 20 საათსა და 30 წუთზე გავა.

ივანიშვილის თქმით, გადაცემა ანალიტიკური იქნება და საზოგადოებას "კვალიფიციურ ანალიზს" მიაწვდის.

"კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. მე თანაწამყვანობა როცა ვთქვი, ძალიან ბევრს არ მოეწონა. ტრაგედიას არ ვხედავ, ამის შესრულება რომ მომიწიოს", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები