"ჭამა სმა დიდად შესარგი" - ალექსი პეტრიაშვილის მიმართვა ნოდარ ხადურს

"ჭამა სმა დიდად შესარგი" - ალექსი პეტრიაშვილის მიმართვა ნოდარ ხადურს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, "ფეისბუქის" გვერდზე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს ეხმაურება და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მიმართავს:

"ნოდარ! 2 პროცენტიან ზრდას შეინარჩუნებთ მაინცა? ქამრების შემოჭერა არ შველის მარტო მაგ საქმეს. 750 მილიონის ამდინისტრაციული ხარჯი სად ჰქონდა მთავრობას? პროექტებს რაც შეეხება, ეს უკვე მთელ მთავრობას გეხებათ, ჟირინოვსკის თუ დაუჯერებთ და აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტზე დაიწყებთ ოცნებას, ბოლშევიკებზე ვისაც კინოები გაქვთ ნანახი, ლიანდაგების შესამოწმებლად წინასწარ რო დაგორავენ ორ კაციანებით, რუსულად "დრეზინა" ჰქვია (ქართულად არ ვიცი), აი ვინც მაგ პროექტს მხარს დაუჭერს, მაგაში ჩაგსვამთ ყველას და გადავულოცავ თქვენს თავს პირდაპირ ჟირინას! ჭამა სმა დიდად შესარგი იმან იცის თუ იცის. თუ დაავალებენ, მოგხედავთ!"- წერს პეტრიაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა