თეა წულუკიანის ბრიტანული ვოიაჟი და შეხვედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან

თეა წულუკიანის ბრიტანული ვოიაჟი და შეხვედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრო, რომელიც ლონდონში გაიმართა.  ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამიტი 23 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთში შეხვედრა გამართა ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრ საიმონ ჰიუგსსა და სამართლის გლობალური სამიტის მონაწილე უცხოელ კოლეგებთან. საბოლოოდ, ლონდონში შეკრებილ სამართლის სფეროს წამყვან სპეციალისტებს, მათ შორის საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ბუკინგემის სასახლეში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ უმასპინძლა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა