ზურაბ აბაშიძე - აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა

ზურაბ აბაშიძე - აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ქართულმა მხარემ თავის მხრივ დაადასტურა, რომ საბაჟოებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებისთვის საჭირო დოკუმენტებზე და კონტრაქტებზე მუშაობა დაასრულა.

"ჩვენ მივიღეთ რუსი კოლეგებისგან პრინციპული დადასტურება, რომ რუსეთი ფაქტობრივად ასრულებს მუშაობას შესაბამის დოკუმენტებზე", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება აფხაზეთის რკინგიზის თემას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა". "ჩვენ ადრეც გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველო დაინტერსებულია ამ რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან უნდა მოვილაპარაკოთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა