კულუარული ინფორმაციით, კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა

კულუარული ინფორმაციით, კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა

კულუარული ინფორმაციით, კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი გაიხსნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში დღეს რკინიგზის აღდგენის საკითხიც განიხილებოდა.

"მე მგონი ჩაიშლებოდა პრაღაში ეს შეხვედრა, იმდენჯერ ვახსენეთ აბაშიძე და კარასინი, რომ ალბათ სლოკინისგან ვეღარ მოახერხებდნენ საუბრის გაგრძელებას. ჩემთვის კითხვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომელიც თავდაპირველად გაჟღერდა, რომ ამ შეხვედრის მთავარი საკითხი იქნებოდა ის, რომ შვეიცარიული კომპანიის მიერ დაწყებულიყო იმ გადაწყვეტილების შესრულება, რა პირობაც რუსეთმა 4 წლის წინ დადო და ჯერაც არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის უფრო საკვირველია ის, რომ არც ყოფილი და არც მოქმედი ხელისუფლება, საერთოდ არ სვამდნენ ამ კითხვას, არ ახსენებდნენ რუსეთს ასეთ ვალდებულებას. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს თემა მთავარია ამ მოლაპარაკებებში. მაგრამ ძირითადი, ჩემი აზრით, არის ის, რაც კულუარებში არსებობს და არა მხოლოდ კულუარებში, ღია მედიაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მორიგი უტიფარი ულტიმატუმი წაგვიყენა კრემლმა. კერძოდ, თუ გვინდა, რომ მათ შეასრულონ ეს ვალდებულება, თურმე სანაცვლოდ უნდა გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვლა მარშრუტით მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი. მე მგონი, გავიდა დრო ამ ულტიმატუმების მოსმენის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

იგი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ თუ რაიმე სიკეთე ეგულება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლაში, მაშინ მიღებულ იქნას შეთანხმება, მარშრუტზე მოსკოვი-სოხუმი-ფოთი. "ეს უფრო მეტი ინტერესის მქონე იქნება საქართველოსთვის, მით უმეტეს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული სუბიექტი ასეთი ტრასის არსებობა-არარსებობაში გახლავთ ჩვენი კეთილი მეზობელი აზერბაიჯანის სახით. თუ ის არ იქნა ასევე ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვიცი, რას მივიღებთ, მაგრამ აზერბაიჯანს დავკარგავთ", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა