ირაკლი ღარიბაშვილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებისა და ლარის კურსის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებისა და ლარის კურსის შესახებ

"კარასინ-აბაშიძის ფორმატი ორი წელია არსებობს. მოლაპარაკებების ეს ფორმატი საკმაოდ წარმატებული იყო. ამ ეტაპზე მის გადახედვას ან მასში რაიმე ტიპის ცვლილებას არ ვაპირებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ლარის კურსთან დაკავშირებული სიტუაციაც შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა შექმნილი ვითარება ძალიან მალე გამოსწორდეს. ღარიბაშვილის შეფასებით, სიტუაციას ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი ამძიმებს. მან მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული, მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

"მთელი მთავრობა მობილიზებულია. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და შოუების საკეთებელ თემად გადაიქცა. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტუაცია ძალიან მალე გამოვასწოროთ. დღეს მოვისმინე "საქართველოს ბანკის" ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა