ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს უპასუხებს

ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს უპასუხებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს დღეს უპასუხებს. არსებული ინფორმაციით, ქადაგიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს, თუმცა დრო ჯერ დაზუტებული არ არის. ამასთან, როგორც გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გაეცნო პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მზად არის, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყველა კითხვას უპასუხოს.

"გავეცანი იმ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. დეტალურად ყველა საკითხზე პრესასთან ვისაუბრებ და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს", _ განმარტა გიორგი ქადაგიძემ. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა. ანალოგიური პოზიცია გამოხატეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა