როგორ პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ივანიშვილის ბრალდებებს - სპეციალური განცხადება დაპირისპირების პიკში

როგორ პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ივანიშვილის ბრალდებებს - სპეციალური განცხადება დაპირისპირების პიკში

ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა. მისივე განმარტებით, სამომავლოდ პოლიტიკურ დებატებში აღარ შევა, ვინაიდან ეს მისი მანდატი არ არის.

"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგბელობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ. ეს არ არის ჩვენი მანდატი, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებულუირი კამპანია მიმდინარეობს, საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ იმ პოზიციის შესახებ ქრონოლოგიურად, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა", - აღნიშნა ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს მედიას ამ წუთებში აცნობს.

მეტი ინფორმაციისთვის| ვინ მიიყვანა ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ბიძინა ივანიშვილის აზრით

იხილეთ| "რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი საკუთარ რეზერვებს დახარჯავდა" - რომან გოცირიძე

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა