მორიგი ბრალდება ქადაგიძეს და ზურაბ ტყემალაძის რეაქცია ლარის გაუფასურებაზე

მორიგი ბრალდება ქადაგიძეს და ზურაბ ტყემალაძის რეაქცია ლარის გაუფასურებაზე

"ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ლარის დიდი რაოდენობა გაუშვა", - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში გააკეთა.

ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და ამ კითხვებზე ბანკის პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი. გარდა ბრალდებებისა, ტყემალაძემ საქართველოს მოსახელეობასაც მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. დეპუტატის თქმით, არსებული ვითარება საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული. მისივე განცხადებით, შემცირდა იმ ქვეყნიდან გადმორიცხვები, სადაც ომი მიმდინარეობდა, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებში ცვლილებას ვერ შეიტანდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა