"გთხოვთ, არ გაიმეოროთ! როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება" - რომან გოცირიძის სქემა

"გთხოვთ, არ გაიმეოროთ! როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება" - რომან გოცირიძის სქემა

"იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ ლარის გაუფასურებისა და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზებზე ისაუბრა.

"გთავაზობთ გეგმას, როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება.

ტელევიზიით ხშირად გადის ტრიუკები, ხან სიმაღლიდან ხტებიან, ხან სახიფათო სვლებს აკეთებენ, ამ დროს ხშირად არის ხოლმე წარწერა, რომ გთხოვთ არ გაიმეოროთ. ამაზე განსაკუთრებით მიუთითებენ ბავშვებს. ახლა რასაც ვიტყვი გთხოვთ, არ გაიმეოროთ. ახლა გთავაზობთ სქემას, როგორც უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება, მაგრამ თუ ეს გაკეთდება არა მარტო ხელისუფლება შეიცვლება, არამედ ქვეყანაც მოჰყვება ნამსხვრევებში. ამიტომ, გირჩევთ, არ გააკეთოთ. რაც შეეხება სქემას: 1)  უნდა წაიკითხოთ ეროვნული ბანკისადმი პრეტენზიები, რომელიც გამოთქმული იყო გუშინ და რა არ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა და ურჩევდნენ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ", - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, ის მითითებები, რომლებიც ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს მისცა, ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა. გოცირიძის თქმით, ეროვნულ ბანკს, რომ მოლდოვისა და სომხეთის გამოციდლება გაეზიარებინა და სარეზერვო ფონდიდან 5%-ის ნაცვლად უფრო მეტი დაეხარჯა, ეს რეზერვების დაკარგვას გამოიწვევდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ხელისუფელბის მიერ წარდგენილი გეგმა არასდროს უნდა გაიმეორონ პრაქტიკაში. რაც შეეხება გამოსავალს, გოცირიძის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის გეგმა, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზებას გულისხმობს, არის სწორი, თუმცა დაგვიანებული, რადგან ექსპერტის აზრით, არსებულ ვითარებაში შესაძლოა მთავრობას ქონების პრივატიზება და ინვესტორის მოძებნა გაუჭირდეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა