პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება

დღეს დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება. ამის მიზეზი კი შესაძლოა კვორუმის პრობლემა გახდეს და 76 დეპუტატი ვერ შეიკრიბოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პირად თუ საჯარო განცხადებებში აფიქსირებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით დაგეგმილ შოუში" მონაწილეობის მიღება არ სურთ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თავად პროგნოზირებენ, რომ დღევანდელი სხდომა ჩაიშლება, რადგან საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ შეიკრიბებიან.

დღეს, 14:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით დაინიშნა. განსახილველია ერთადერთი საკითხი – ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი და მისგან გამოსვლის გზები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა