ირაკლი ალასანიას კომენტარი ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

ირაკლი ალასანიას კომენტარი ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მინდა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ", - აცხადებს ალასანია.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობა, ეს არ არის ერთი ადამიანის, ან თუნდაც ერთი ქვეყნის ტრაგედია.

"ინტერპრესნიუსი"

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა