"ვინც ეს ტექსტი დაწერა გავაგდებდი პანღურით" - რომან გოცირიძე ეკონომიკურ განცხადებებზე

"ვინც ეს ტექსტი დაწერა გავაგდებდი პანღურით" - რომან გოცირიძე ეკონომიკურ განცხადებებზე

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. გოცირიძის განცხადებით, ის ფაქტი რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებისთანავე მინისტრებმა და დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დადანაშაულება დაიწყეს ცუდად აჩენს მათ თვისებებს.

"არასასიამოვნო საცქერი იყო, როდესაც მინისტრები ერთმანეთს ასწრებდნენ მაამებლობაში და მათ აყვნენ დეპუტატებიც, ეს არ ახასიათებს წმინდა ადამიანური თვისებებით კარგად იმათ, ვინც აცხადებდნენ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ და ყველაფერი არის კარგად. საკმარისი გახდა ერთი პატარა მინიშნება და ადამიანებმა დაკარგეს ღირსება. რაც შეეხება ეკონომიკური განცხადების შინაარსს, მე რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვიყო, პირველ რიგში ამ იდეის ავტორს, ვინც ამის გახმოვანება შესთავაზა გავაგდებდი კინწისკვრით, ხოლო იმას ვინც ეს ტექსტი დაწერა და მოამზადა გავაგდებდი პანღურით,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა