"სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას" - გიორგი მარგველაშვილი

"სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს ეხმაურება. მარგველაშვილის თქმით, ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა.

პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს საერთაშორისო საზოგადოება ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს აღნიშნავს.

სამწუხაროა, რომ 21 საუკუნეშიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას.

ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა, ჰომოფობიის ცალკეულმა გამოვლინებებმა და სხვა დრამატულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა.

ჩვენ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე გავაცნობიეროთ სახიფათო ტენდენციები და წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ პროცესში ჩვენ ვერ გამოვყოფთ ერთ რომელიმე ინსტანციას, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვინც კანონის უზენაესობა და ადამიანთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა, რათა საქართველო იყოს ქვეყანა, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა