გია ვოლსკი - იქნება მცდელობა, სტაბილურობას დარტყმა მიაყენონ

გია ვოლსკი - იქნება მცდელობა, სტაბილურობას დარტყმა მიაყენონ

იქნება მცდელობა იმისა, სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მიაყენონ, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვილსკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტისთვის დაგეგმილ აქციას. ამასთან, დეპუტატი მზაობას გამოთქვამს, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებები მოისმინოს.

"იქნება მცდელობა იმისა, სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ. ამის მცდელობა ორჯერ უკვე იყო. თუკი არსებობს ფურცელზე გადატანილი პროფესიონალური მოსაზრებები, რატომაც არა – ჩვენი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ამის ოფიციალურად წარმოდგენა ევალებათ კიდეც, თუკი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდია. განვიხილოთ და შეიძლება ჭკვიანური აზრიც ვნახოთ. სკანდალისკენ მოწოდებულ და სკანდალზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერ", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა