დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, რომელსაც ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ჟურნალისტს 40 წუთი ტუალეტში ემალებოდა

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, რომელსაც ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ჟურნალისტს 40 წუთი ტუალეტში ემალებოდა

თბილისის საკრებულოში, "ქართული ოცნებიდან" ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატზე ზურაბ ნეფარიძეზე პროკურატურატურაში ორი საჩივარი დევს, სადაც ორი მოქალაქე მას ფულის გამოძალვას ედავება. ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდიდა სასჯელს, თუმცა 2012 წელს გაათავისუფლეს.

"იმედის კვირის" ჟურნალისტს მცდელობას, რომ ნეფარიძესგან კომენტარი მოეპოვებინა,  სირთულეები მოჰყვა. დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ზურაბ ნეფარიძეს უჩივის, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანია, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა და ციხიდან არჩევნების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

როგორც ბიზნესმენი ჟურნალისტ ბელა ზაქაიძესთან საუბარში აღნიშნავს, მან ნეფარიძე ადვოკატად 2010 წელს დაიქირავა, თუმცა ხვინთელიანი ამბობს, რომ 40 000 დოლარზე მეტი გადაიხადა, მაგრამ ადვოკატისგან შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ნეფარიძეს თანხის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" მოხვდა, როგორც "ეროვნული ფორუმის" წევრი და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მანამდე ნეფარიძე ადვოკატი იყო და "ნაციონალური მოძრაობის" დროს თაღლითობისათვის დააკავეს. ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიციაშიც მუშაობდა.

მომზადებულია "იმედის კვირის" მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა