"გივი თარგამაძე ლოთი, ავანტიურისტი და თაღლითია" - ბორის ნემცოვი

"გივი თარგამაძე ლოთი, ავანტიურისტი და თაღლითია" - ბორის ნემცოვი

"იცით ვინ არის გივი თარგამაძე? ყბედი, ლოთი, ავანტიურისტი და თაღლითი" - განაცხადა Russia.ru-ს პირდაპირ ეთერში ბორის ნემცოვმა, როდესაც მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ასახულია, როგორ გეგმავენ ქართველი დეპუტატი და რუსული ოპოზიციის ლიდერი სერგეი უდალცოვი რუსეთში მასობრივ არეულობებს. აღნიშნული გადაცემა 2012 წელს გავიდა ეთერში.

გარდა ამისა, ნემცოვმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინ, ანალოგიური როლი თარგამაძემ უკრაინაშიც შეასრულა, სადაც სკანდალურმა ფირმა მისი მონაწილეობით საგრძნობლად დაწია ტიმოშენკოს რეიტინგი. 2007 წელს კი თარგამაძე კიდევ ერთ ანალოგიურ ვიდეოში ფიგურირებდა, ოღონდ ამჯერად ბელორუსში. ნემცოვის განცხადებით, ეს ვიდეო მთავრობის ფაბრიკაციაა და რუსეთში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქვეყანაში "არაბული გაზაფხულის" სცენარის განვითარებას ისურვებდა".

გივი თარგამაძეზე საუბრის დროს, ბორის ნემცოვმა აღნიშნა: "ეს ადამიანი სააკაშვილის მეგობარია, ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, ის არის კარგად ცნობილი უკრაინაში. 2010 წელს უკრაინულმა ტელევიზიებმა გადასარევი ჩანაწერი აჩვენეს, როგორ უთანხმდება იულია ტიმოშენკო გივი თარგამაძეს იმის შესახებ, რომ 2000 ქართველი მებრძოლი ჩამოვა დონეცკში და "ცუდ" დღეში ჩააგდებს შახტიორებსა და მათი ოჯახის წევრებს თუ ისინი მხარს დაუჭერენ იანუკოვიჩს. გივი თარგამაძე ყბედი ლოთი, ავანტიურისტი და თაღლითია" - აღნიშნა ინტერვიუში ნემცოვმა.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა