მილიონები, რომელსაც მთავრობა ავტომობილებში ხარჯავს - CAMRY-ები შემოიჭირეს!..

მილიონები, რომელსაც მთავრობა ავტომობილებში ხარჯავს - CAMRY-ები შემოიჭირეს!..

მთავრობის განცხადების საპასუხოდ, რომ "ქამრებს შემოიჭერენ" და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებენ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ბოლო წლებში ავტომობილების შეძენის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4,7 მლნ ლარად 67 ერთეული„"ტოიოტა ქემრი" შეიძინა.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო უწყებებმა დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. მხოლოდ 2015 წლის პირველ ორ თვეში ამ მიზნებისთვის დაახლოებით 5,2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ორგანიზაციაში დათვალეს, რომ 2 წელიწადში ავტომობილებზე დახარჯული 147 მლნ ლარი საკმარისია, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერს პენსია 9 ლარით მომატებოდა, ანდა 2 წლის განმავლობაში ყველა სოციალური პაკეტი (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიებისა და სხვა დახმარებების მიმღებები), სულ ცოტა, 30%-ით გაზრდილიყო. ავტოტრანსპორტს სახელმწიფო უწყებები ყიდულობდნენ როგორც ტენდერებზე, ასევე გამარტივებული გზით. 2013-2015 წლებში ავტომობილების შესაძენად ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს შსს-ს მომსახურების სააგენტომ - 31.794.868 ლარი; ჯანდაცვის სამინისტრომ - 10.846.350 ლარი; შსს-მ - 6.539.450 ლარი; შპს "თბილსერვისჯგუფმა" - 5.548.180 ლარი; თბილისის მერიამ - 4.409.999 ლარი; შემოსავლების სამსახურმა - 3.331.698 ლარი; სურსათის ეროვნულმა სააგენტომ - 3.214.687 ლარი; საქართველოს ფოსტამ - 2.146.200 ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 1.841.040 ლარი; შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" - 1.503.347 ლარი.

მეტი ინფორმაციისთვის| ვინ "ათამაშებს" ლარს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა