რა მოხდა "ნაციონალების" გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ტრაპზონში? - "ჩემი წყარო თვითონ ესწრებოდა ამ შეკრებას"

 რა მოხდა "ნაციონალების" გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ტრაპზონში? - "ჩემი წყარო თვითონ ესწრებოდა ამ შეკრებას"

2015 წლის 7 თებერვალს ტრაპზონში "ნაციონალური მოძრაობის" გასაიდუმლოებული შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა Ambebi.ge-ს განუცხადა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ საიდუმლო შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ერთ-ერთმა მონაწილემ მიაწოდა.

"ტრაპზონის შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართა და მასზე დასასწრებად ბატონი ვარშალომიძე პირდაპირ კიევიდან ჩაფრინდა. ჩემი წყარო თვითონ ესწრებოდა ამ შეკრებას. ის "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია. შეხვედრაში 80-100 კაცი მონაწილეობდა. მთავარი თემა იყო - როგორ უნდა დამუხტონ სიტუაცია ქვეყანაში, როგორ უნდა წამოწიონ წინა პლანზე კრიზისების საკითხი და როგორ უნდა გააღვივონ სამოქალაქო პროტესტი.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ შეკრებაზე იმსჯელეს, როგორც უნდა ააგორონ ე.წ. შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის და საერთოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ, ვინაიდან, მათი ცნობით, ჩვენი რეიტინგი დღითი დღე იზრდება და საფრთხეს უქმნის "ნაცმოძრაობას".

დეტალურად ისაუბრეს, თურმე, როგორც უნდა ააგორონ ე.წ. შავი კამპანია სოციალურ ქსელებში, მედიაში, უბრალოდ, ხალხში, რომ გავრცელდეს ყველაზე დაუჯერებელი ჭორებიც კი, ჩვენთან მიმართებაში და რომ ეს ჭორები დაიჯეროს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ.

ლევან ვარშალომიძეს რამდენჯერმე უთქვამს, რომ ესაა პირდაპირ სააკაშვილის დავალება და ამაზე ფულს არ დაინანებენ.

წყარო აცხადებს, რომ ციხის კადრების თემაზეც იყო საუბარი, ინაშვილს უკან უნდა მოვუტრიალოთ ეს თემაო. მაინტერესებს, რა უნდა მოატრიალონ უკან, ან როგორ? "ნაციონალური მოძრაობის" დროს რომ პატიმრებს აწამებდნენ, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ორი დღის წინ გლდანის ციხე მსოფლიოს ყველა საზარელ ციხეებს შორის დაასახელეს ჩვენს მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით.

მოკლედ, ველოდები "ნაციონალური მოძრაობის" "შტურმავიკების" შეტევას და ვეუბნები ნაცისტებს: ყველა ბოროტება დასჯადია. ხალხმა კი, ყველაფერი იცის. იცის, ვინ ვინ არის", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას ირმა ინაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა