რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში - უახლესი მონაცემები

რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში - უახლესი მონაცემები

Forbes-ი პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ახალ რეიტინგს აქვეყნებს. მიუხედავად გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა - (ნავთობზე ფასების მკვეთრად დაცემა, ევროს დასუსტება, დაქცეული რუბლი) გასული წელი მილიარდერებისთვის საკმაოდ კარგი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგმა წელს მილიარდერთა ახალი რეკორდული რაოდენობა მოიცვა - 1,826 მილიარდერი მსოფლიოს მასშტაბით. წელს პრესტიჟულ რეიტინგს 290 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 7.05 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათგან 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 4.7 ტრილიონი დოლარია.

საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიციები Forbes-ის რეიტინგში გაუარესდა. ივანიშვილმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 270-ე ადგილიდან 291 ადგილზე გადაინაცვლა.

შარშან ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდ აშშ დოლარად ფასობდა, 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს ბიძინა ივანიშვილის ქონება წელსაც, თუმცა მისი პოზიციების გაუარესება რეიტინგში ახალი მილიარდერების გამოჩენამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილთან ერთად ზუსტად იმავე მოცულობის ქონებით 291-ე ადგილს იკავებს კიდევ 9 მილიარდერი.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ ერთადერთი ქართველია, რომელიც Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში შედის.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, ბილ გეითსი კვლავ პირველ ადგილზე რჩება 79.2 მლრდ-იანი ქონებით, ხოლო მას მოსდევს მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმ ჰელუ (77.1 მლრდ), რომელიც შარშანდელ რეიტინგში ასევე მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ამ ორმა უმდიდრესმა ადამიანმა თავისი ქონება გაზარდა - 2014 წლის მონაცემებით ბილ გეითსის ქონება 76 მლრდ დოლარს, ხოლო კარლოს სლიმ ჰელუს ქონება 72 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რიეტინგში მეოთხე ადგილიდან მესამე პოზიციაზე გადმოინაცვლა უორენ ბაფეტმა. Berkshire Hathaway-ს 84 წლის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წელს 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს (შარშან 58.2 მლრდ დოლარი).

მეოთხე პოზიციაზე გადავიდა ესპანელი ამანსიო ორტეგა, რომელსაც ყველაზე მეტად ტანსაცმლის ხაზის, Zara-ს გამო სცნობენ. 78 წლის ორტეგას ქონება 64.5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული (შარშან 64 მლრდ დოლარი).

წელს კვლავ მეხუთე ადგილზეა ლარი ელისონი. Oracle-ს 70 წლის დამფუძნებელი 54.3 მილიარდ აშშ დოლარიანი ქონების პატრონია (შარშან 48 მლრდ დოლარი).

უმდიდრეს ადამიანთა ათეულში წელს ორი ქალია. რეიტინგის მე-8 ადგილზეა Wal-Mart-ის თანახელმძღვანელი, კრისტი ვალტონი, რომლის ქონებამაც 41.7 დოლარი შეადგინა (შარშან 36.7 მლრდ დოლარი).

ათეულს აგვირგვინებს L'Oreal-ის მფლობელი ლილიან ბეტანკური და მისი ქონება 40.1 მლრდ დოლარია (შარშან 34,5 მლრდ დოლარი).

ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა