დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა

დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა

ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის გაქრებოდა ქვეყნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თქვა მხოლოდ ის, რომ პოლიტიკიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადავიდოდა.

"მან დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" და სურს იყოს აქტიური ამ კუთხით. მისი კომენტარები და აზრი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია საქართველოში, რადგან ის ინარჩუნებს დიდ გავლენას, პატივისცემას და ნდობას საზოგადოებისგან და იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც დააარსა.

მისი ზეგავლენა რჩება და ამას არც ვუარყოფ. არის თუ არა ის ყოველთვის სწორი როცა აკეთებს კომენტარს? არა, ისევე როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი. ის ადამინია, ხოლო მიზეზი, თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან, იყო ის, რომ მას არ სურდა მესიას ტრადიციის გაგრძელება საქართველოში, რაც აქამდე ხდებოდა. მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე იმისთვის, რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა", - განაცხადა უსუფაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა