უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში? - ცნობილები "მოქალაქის" როლზე პოლიტიკაში

უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებაში? - ცნობილები "მოქალაქის" როლზე პოლიტიკაში

შეკითხვით, უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, Ambebi.ge-მ ცნობილ ადამიანებს მიმართა.

გოგა ხანდრავა (რეჟისორი):

- მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ბევრად უფრო დიდი ფიგურაა საქართველოში, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი. როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, რომელსაც ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და არ არის პოლიტიკურ მარწუხებში მოქცეული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერ პოსტზე მისი ყოფნა.

მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. თავის დროზე მოტივაცია, რომელის გამოც მან პოსტი დატოვა, გასაგები და მისაღები იყო. ჩვენ უნდა დავანებოთ კერპებს თავი. უნდა ვისწავლოთ ჩვენით ცხოვრება. დემოკრატია არ არის ერთპიროვნული მმართველობა. მთავრობა არის პროფესიონალების გუნდი, ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლების დამოუკიდებლად არსებობა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ერთ ფიგურაზე მიბმული, რა მასშტაბის ფიგურაც არ უნდა იყოს ის.

გიგა ნასარიძე:

- საიდანაც არ წასულა, იქ ვერ დაბრუნდება. მან კი განაცხადა, რომ წავედი პოლიტიკიდანო, მაგრამ რეალურად, რასაც ვაკვირდებით, ის მართავს ხელისუფლებას. თუ გამოჩნდება და ფორმალურად ჩადგება ხელისუფლების სათავეში, უკეთესი იქნება. პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო თავის თავზე, უნდა გაითავისოს ბოლომდე და პასუხი აგოს შეცდომებზე. ის, ალბათ, პასუხისმგებლობას გაექცა "პოლიტიკიდან წასვლით", სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. რეალურად ის მართავს სიტუაციას საქართველოში და პასუხისმგებლობას არ ითავისებს. მისი ბრძანებებით იღებენ გადაწყვეტილებებს.

ნიკუშა შენგელაია:

- მისი გადასაწყვეტია დაბრუნდება, თუ არა. კარგი იქნებოდა ამ ეტაპზე დაბრუნება, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ის არანაირ პასუხისმგებლობას არ არიდებს თავს, მან ახალგაზრდებს ჩააბარა ყველაფერი. ზოგმა გაართვა თავი, ზოგმა ვერა. პასუხისმგებლობას რომ არიდებდეს თავს, საზოგადოებრივი საქმიანობით შეწუხებული არ იქნება. მე ვიცი პირადად, რომ ეს ადამიანი დილიდან ღამემდე ფიქრობს, რა გაუკეთოს უკეთესი ქვეყანას, კარგი მომავლისთვის. ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ასეთივე რესურსები აქვს, მაგრამ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ და არა ქვეყანაზე. ეს ხომ უნდა დავინახოთ. მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ ადამიანის ცუდი თვისება უმადურობა და დაუნახაობაა. სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ადამიანი თავისი საქმიანობით უნდა შეაფასო. ისე ახსენებენ ივანიშვილის სახელს, ჯობია ზოგმა პირში წყალი გამოივლოს და ისე ახსენონ, მისი მეათასედი სიკეთე გაუკეთონ ქვეყანას და მერე ისაუბრონ.

ნიკა ქავთარაძე:

- რას დავეძებ მე. წავიდა სადმე და არ ვიცი? არსად წასულა, რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლებისგან, მით უკეთესია მისთვის, ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის.

შალვა რამიშვილი:

- ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში. ვფიქრობ, მისი განცხადებები ახდენს ისეთი ძალის გავლენას, რომ არსებითი არაა ის პოლიტიკაში ოფიციალურად იქნება თუ არა. თუმცა ის ადამიანები, ვინც ინსტუტიციებს უნდა ხელმძღვანელობდეს, მიიჩნევენ, რომ უნდა დაბრუნდეს. ახლა ამბობენ პასუხისმგებლობას არ იღებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეო, ყველა მოქალაქემ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს. არ გაურბის ის პასუხისმგებლობას და არ არიდებს თავს. როგორ აარიდებს? აქტუალურად არ მეჩვენება, რომ ის მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრის სავარძელში უნდა იჯდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი

ფოტო: როგორ შეხვდნენ საპატიმროდან გამოსული ოქრუაშვილი და უგულავა ერთმანეთს