"ჩემი ცოლის დაქალების ენაზე" რომ ვთქვათ, ეს სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტია - ფიქრია ჩიხრაძე

"ჩემი ცოლის დაქალების ენაზე" რომ ვთქვათ, ეს სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტია - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის მოადგილედ კოკა კაციტაძე დაინიშნა.

პროკურატურაში ახალი უწყების შექმნას გამოეხმაურა ფიქრია ჩიხრაძე, რომელმაც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იმეორებს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარს.

"ჩემი ცოლის დაქალების ენაზე" რომ ვთქვათ, პრაქტიკულად იგივეს იმეორებს, ეს არის სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი.

მე ვფიქრობ, კომიკურია ამ ტიპის სტრუქტურის ჩამოყალიბება, პროკურატურა სხვაზე რაზე უნდა მუშაობდეს, ამდენი ხნის განმავლობაში, ესე იგი, დანარჩენი პროკურატურა სამართლიანობის არ აღდგენის ან უსამართლობის დამკვიდრებაზე მუშაობს", – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა