"სააკაშვილის დედა მართლაც იყო მოსული პატრიარქთან" - საპატრიარქო გავრცელებულ ჭორებზე განმარტებას აკეთებს

"სააკაშვილის დედა მართლაც იყო მოსული პატრიარქთან" - საპატრიარქო გავრცელებულ ჭორებზე განმარტებას აკეთებს

რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ნანა დურგლიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც დურგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას პატრიარქთან ვიზიტის შესახებ იუწყებოდა, საპატრიარქო განცხადებით პასუხობს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას "მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო", რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში, ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს.

სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების "სიმართლე", მისი კი - არა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ| "პატრიარქმა სააკაშვილის დედა დაიბარა" - როგორ ეხმაურებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალის პოსტს სოციალურ ქსელებში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები