პოლიტიკოსების "მეორე სიცოცხლე": სად არიან და რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

პოლიტიკოსების "მეორე სიცოცხლე": სად არიან და რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

ხალხი სულ ჩივის, რომ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები არიან. თუმცა არის მომენტი, როცა ცნობილ პოლიტიკოსს ცხოვრების გაგრძელება პოლიტიკის მიღმა უწევს. Ambebi.ge დაინტერესდა, რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები.

მაია ნადირაძე

ჯურხა ნადირაძის ქალიშვილი, ქერათმიანი პარლამენტარი მაია ნადირაძე პოლიტიკიდან 2006 წელს წავიდა. მან გარეგნობის გარდა, ხალხს თავი სკანდალური გამონათქვამებით დაამახსოვრა. ჯერ ტრადიციონალისტებში იყო, მეგობრობდა ნინო ბურჯანაძესთან, მაგრამ ბოლოს ხელისუფლების სათავეში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მოვიდა. ხალხი მაია ნადირაძის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. პოლიტიკიდან გაუჩინარებული ნადირაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, პირველად 2012 წელს გამოჩნდა. ის სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს და მხარდამჭერებს შეუერთდა. თუმცა რა სტატუსით იყო პარტიის ყრილობაზე, ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მაია ნადირაძე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს მითითებული, მაია ნადირაძემ 2013 წელს ხელფასის სახით 287 110 ლარი მიიღო.

ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. ის კომპანია "Georgian Wines and Spirits" -ის დამაარსებელია. 1999 წელს წლის ბიზნესმენის წოდებაც მიიღო. პოლიტიკაშიც ამავე წელს მოვიდა, როგორც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა მალე გამოეყო პარტიას და დავით გამყრელიძესთან ერთად "ახალი მემარჯვენეები" ჩამოაყალიბა. 2003 წელს მისი და დავით გამყრელიძის გზებიც გაიყო.

2008 წელს ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანებულ ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში, ფართომასშტაბიან აქციებსაც ედგა სათავეში, თუმცა სწორედ გადამწყვეტ მომენტში წავიდა პოლიტიკიდან, რასაც ხალხი არ პატიობს. დაახლოებით ორი წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ისევ აპრიებს პოლიტიკაში დაბრუნებას. ამბობდნენ, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც სურდა, მაგრამ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მასთან საუბარი არ ისურვა. როგორც ამბობენ, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ლევან გაჩეჩილაძეს ახლაც არ დაუკარგავს და ამას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად აპირებს.

გიორგი თარგამაძე

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2014 წლის მაისში მიიღო. თარგამაძე პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა. ის "დროების" წამყვანი იყო და საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლამ მის მიმართ ხალხს ნდობა დააკარგვინა.

პოლიტიკიდან წასული თარგამაძე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა სასწავლებლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული მსმენელებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად. საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება გიორგი თარგამაძემ დიდი ხნის წინ დაიწყო. ის თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

დავით გამყრელიძე

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდა. გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ის ჟურნალისტებს კომენტარს აღარასოდეს მისცემდა და აღარც საჯარო გამოსვლები ექნებოდა.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმი, მეწარმე და ლიდერი პოლიტიკაში ბრუნდება. ამ ფაქტს სხვადასხვა ტიპის შეფასებები მოჰყვა, თუმცა გამყრელიძის თანამებრძოლმა მანანა ნაჭყებიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

კახა თარგამაძე

პანკისის ხეობა, ნარკოტიკები, ადამიანების გატაცება და ა.შ. ეს ყველაფერი კახა თარგამაძის სახელს უკავშირდება. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვარდების რევოლუციის შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მას საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა. ქვეყანაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა. კახა თარგამაძე რუსეთში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა