ეკა ბესელია ირაკლი გედინიძის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს

ეკა ბესელია ირაკლი გედინიძის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც ეკა ბესელიან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება უკვე მოხდა.

"განცვიფრებული ვარ მას შემდეგ რაც ცემის კადრები ვნახე. ჩემთვის სრულიად აუხსნელი იყო, რითი იყო განპირობებული ასეთი ძალადობა, კანონდარღვევა ჟურნალისტის მიმართ. ჟურნალისტი თავის საქმიანობას ახორციელებდა. მე ვიცნობ გედენიძეს, რომელიც ძალიან გამოცდილი და კვალიფიციურია, რომელმაც იცის ის წესები რა წესებითაც ჟურნალისტმა უნდა იმოქმედოს. ეს იყო სრულიად მიუღებელი ფაქტი. კარგია, რომ რეაგირება უკვე მოხდა. ამ ფაქტს ვაფასებ როგორც სრულიად მიუღებელ და აღმაშფოთებლ ფაქტს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ გუშინ სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი - ივანე ბეგიაშვილი დააკავა. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა