არის თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებული ბენდუქიძისა და ნემცოვის სიკვდილი

არის თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებული ბენდუქიძისა და ნემცოვის სიკვდილი

რუსეთის სახელმწიფო ქონების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ალფრედ კოხი შიშობს, რომ შესაძლოა, შემდეგი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოიშორებს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა "ბილდს" განუცხადა.

კოხის თქმით, 2014 წლის შემოდგომაზე მან ორგანიზება გაუწია სამდღიან საიდუმლო შეხვედრას, რომელზეც რუსული ოპოზიციის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები იმყოფებოდნენ. მისი განცხადებით, შეხვედრას ცოტა ხნის წინ მოკლული ბორის ნემცოვი, მიხეილ ხოდორკოვსკი და კახა ბენდუქიძეც ესწრებოდნენ.

"ვშიშობ, რომ ბენდუქიძე და ნემცოვი არ არიან უკანასკნელები იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს გამოემშვიდობნენ... შემდეგი მე ვარ", - განუცხადა ჟურნალისტს კოხმა.

შეხვედრის მიზანს, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა