მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"

მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"

"დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირებაა. დეპუტატი ელისო ჩაფიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება ირაკლი ტრიპოლსკისთან აქვს. ჩაფიძის თქმით, დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს აწყობენ - ტყიბულელებს ცრუ ინფორმაციას აწოდებს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, რომელიც ტყიბულის საზოგადოებას დეპუტატმა ტრიპოლსკიმ წარუდგინა და მუდმივად ტყიბულში იმყოფება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კიდევ ერთი დაპირისპირება "ოცნებაში" / ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი".

"არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრა ეჩქარებათ, მაგრამ მე მათ ვურჩევ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ ისე, რომ ამომრჩეველმა მათგან მკაფიო მესიჯები მიიღონ. არჩევნებს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ხარჯების გაწევა დასჭირდება, რაც ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე არარაციონალური იქნება. გადაადგილებები პარტიაში ჩვეულებრივი პროცესია. ყველა პარტიაში მოხდება ცვლილებები. პოლიტიკური ფიგურების რეიტინგებს აქვს მნიშვნელობა, რომ რაციონალურად დაიგეგმოს, თუ სად იქნება მომგებიანი ესა თუ ის კანდიდატი და იქნება თუ არა საერთოდ. ჩემს ყველა კოლეგას დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების რესურსი ბოლომდე არ არის გამოყენებული. მათ კონკრეტულ სფეროებში ძალიან სერიოზული ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ. ახალი სახეების შემომატება და ახალი სისხლია საჭირო, ეს ნორმალური პროცესია, რასაც მეც მივესალმები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.

"ვინ ოცნებობს ტყიბულის მაჟორიტარობაზე ამაზე ვერ გიპასუხებთ. ასევე ვერ გაგცემთ პასუხს, ვიქნები თუ არა ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი. მე არც 2012 წელს მითქვამს, რომ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები-მეთქი. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა ამაზე ოცნებობს, მაშინ ტყიბულში გავლა-გამოვლასაც კი ვერ გაბედავდა. უთანხმოება ჩემსა და ირაკლი ტრიპოლსკის შორის არ ეხებოდა ტყიბულის მაჟორიტარობის საკითხს. ეს იყო გარკვეულ პარტიულ ვიზიტზე, რომელიც ტყიბულის რაიონში იყო დაგეგმილი. იქ გარკვეულ პროვოკაციას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მე დღემდე მაინტერესებს, განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს სხვა საქმე არაფერი აქვს, რომ ტყიბულში იმყოფებოდეს და პროვოკაციებს აწყობდეს?! საკმაოდ ბევრს ატყუებს, ტყიბულელებს აწოდებს ცრუ ინფორმაციას მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. მე ხალხის არჩეული ვარ და უნდა მომეცეს ჩემი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ტრიპოლსკი რა შუაშია?" - პასუხობს:

"ოთარ აბესაძე ტყიბულის საზოგადოებას ირაკლი ტრიპოლსკიმ წარუდგინა, აბესაძე მას მამას ეძახის. 2012 წელს აქციაზეც კი არ მინახავს ეს ადამიანები გამოსული. დღეს რა როლს თამაშობენ და რა ფუნქციას ასრულებენ, ეს მართლა ძალიან მაინტერესებს. მაქვს ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან პროვოკაციებია დაგეგმილი ჩემ წინააღმდეგ და ასევე ადგილობრივი საკრებულოს წინააღმდეგაც აქვთ დაგეგმილი პროვოკაციები. ეს ძალა დამშვიდებულ რაიონში ცდილობს, წყალი აურიოს, მღვრიე წყალში თევზებს ვინც იჭერს, ეს ძალიან კარგად იცით. შესაძლოა, გადავდგა ნაბიჯი და მოსალოდნელ პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბრო".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა