ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" უმაღლეს დონეზე გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნას უმაღლეს დონეზე.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება მოსკოვსა და მის მიერ ოკურებულ ცხინვალის რეგიონს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ, ისე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით გაფორმდება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა