პრეზიდენტმა შესაძლოა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს

პრეზიდენტმა შესაძლოა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილიპრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, არ გამორიცხავს.

როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 5 მარტს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა უნდა წარმოედგინა, თუმცა ამ დრომდე გეგმა წარმოდგენილი არ არის. "იმ შემთხვევაში თუ არსებული მოცემულობის პირობებში მსგავსი საკითხი კვლავ დადგება, ბუნებრივია, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენისთვის კონკრეტული ვადა განსაზღვრული აღარ არის, დასახელებული იყო 5 მარტი. შესაბამისად, ეს ვადა დაირღვა. "ვერ ვნახეთ 5 მარტს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, რომელიც სავალუტო სტაბილიზაციას შეეხებოდა", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, უფრო სწორი იქნებოდა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს იმ თარიღის ფარგლებში წარმოედგინა გეგმა, რომელიც მათ მიერ იყო დასახელებული. "უფრო სწორი იქნებოდა, იმ შემთხვევაში, რა თარიღიც დასახელდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ, რომ ისინი ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით შეიმუშავებდნენ და საზოგადოებას წარუდგენდნენ გეგმას, ეს გეგმა ყოფილიყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ახლა სხვა თარიღზე საუბარი, ალბათ არ იქნებოდა მაინც და მაინც სწორი", - განაცხადა აბაშიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა