"კიდევ ველოდები ჩემზე ჩანაწერებს" - გუბაზ სანიკიძე

"კიდევ ველოდები ჩემზე ჩანაწერებს" - გუბაზ სანიკიძე

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, გუბაზ სანიკიძემ ფარულ მოსმენებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშილთან პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ სამჯერ ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის ერთი ახალ წელს. სანიკიძის თქმით, ივანიშვილის მან პრემიერად ყოფნის დროს ჩრდილოკავკასიის შესახებ მნიშნელოვანი პროექტი შესთავაზა, რაზეც მან ექსპრემიერისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

სანიკიძე მიიჩნევს, რომ დღეს მოსმენები არა მხოლოდ მისი, არამედ სრულიად საზოგადოების პრობლემაა.

"ჩვენ ხომ სააკაშილის წესებით არ ვცხოვრობთ. როგორც ჩანს ჩემი მორჯულება რთული გახდა და მე ველოდები კიდევ ახალ ჩანაწერებს. ხელისუფლება არ დებს ამას. მე ასე მგონია. ეს საკითხი მარტო ჩემი პრობელმა არაა, ეს შენიცა და მთელი საზოგადოების. მოსმენები შენზეც ექნებათ. ადამიანი ფხვიერი არსებაა, ყველას ჩვენ ჩვენი სისუსტეები გვაქვს, არავინ ანგელოზი არა ვართ, მაგრამ ძალიან მკაცრად უნდა განვსაზღვროთ, მე როცა ტელევიზორში გამოვდივარ ვსაუბრობ ჩემს საჯარო საქმიანობაზე, ჩემს კერძო საქმიანობაზე არ ვისაუბრებ, ჩემს ოჯახში რაზე ვსაუბრობ არავის საქმე არაა, ეს არის სხვისი წერილის კითხვა", - აღნიშნა სანიკიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა