დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე იქნება

დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე იქნება

თბილისის მერს დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ეყოლება. ამ თანამდებობას სავარაუდოდ, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაიკავებს.

როგორც ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იგი ახალ კანდიდატურას სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს.

"მომდევნო კვირის შუა დღეებში იქნება რამდენიმე ადამიანის წარდგენა იმ მიმდინარე საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც მე დავგეგმე თბილისის მერიაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცვლილებები რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით ერთობლივად მოვახდინოთ და წარვადგინოთ თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებთ", _ აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ირაკლი ლექვინაძე ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

დავით ნარმანიას კიდევ ერთი ახალი მოადგილე ეყოლება. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ახლანდელი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას 15 მარტიდან დაიკავებს.

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე მარგიშვილმა თანამდებობა დატოვა. მარგიშვილი "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს" უხელმძღვანელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა