რას საქმიანობენ ყოფილი "ზონდერები", ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაკვეთილი და საიდან ფინანსდებიან ისინი - "მათ შორის შიდა დაპირისპირებაა"

რას საქმიანობენ ყოფილი "ზონდერები", ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაკვეთილი და საიდან ფინანსდებიან ისინი - "მათ შორის შიდა დაპირისპირებაა"

პიარ-ტექნოლოგის, ლალი მოროშკინას განცხადებით ე.წ. ზონდერ-ჯგუფებში შიდა დაპირისპირებაა. ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი ზონდერებს, ვინ აფინანსებთ მათ და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ლალი მოროშკინა ამის შესახებ Ambebi.ge-ს უამბობს.

- ქალბატონო ლალი, რა ინფორმაცია გაქვთ, რას საქმიანობენ ახლა ყოფილი ზონდერები?

- 2008 წელს მე და მამუკა არეშიძემ პრესკონფერენცია გავმართეთ, სადაც გავასაჯაროვეთ, ვინ ხელმძღვანელობდა ე.წ. "ქართლის" დაჯგუფებას. 2009 წელს მოვაწყვეთ მეორე პრესკონფერენცია.  სამწუხაროდ, ლტოლვილთა ნაკადის გადმობირება შეძლეს მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ნუსხაც მივაწოდეთ პრესას, რა ოდენობით იღებდნენ გასამრჯელოს ეს ადამიანები. იყო წვრთნებიც და გვახსოვს, როცა "ოცნება" მოდიოდა ხელისუფლების სათავეში, როგორ არბევდნენ მათ მხარდამჭერებს, უფუჭებდნენ მანქანებს და ა.შ.

უკვე მერამდენე წელია, ვსაუბრობთ ამ თემაზე და პერიოდულად ეს თემა აქტუალობას იძენს. ეს ადამიანები არსად წასულან, ზარს ელოდებიან და ამის მიხედვით დაიწყებენ "მუშაობას". სააკაშვილს კარგად აქვს დასახული გეგმა, ისინი არიან მის მიერ ამნისტირებული პატიმრები, ვინც სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე, პედოფილიაზე იყო დაკავებული. პირადად მე გამოვიტანე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ეს სია, რა კატეგორიის ადამიანებმა მიიღეს პრეზიდენტის შეწყალება. მეორე კატეგორიაში შედიან ისინი, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში და სამწუხაროდ, მათგან დაკომპლექტდა სადამსჯელო ჯარი.

მესამე კატეგორიაა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ერთ-ერთი ბიზნესმენი აფინანსებს, ის საქართველოში არ ცხოვრობს. მთელმა საქართველომ იცის, საიდან მოდის დაფინანსება ამ რამდენიმე ჯგუფის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მათ აძლევენ დავალებას, ისევე როგორც ახლა მოხდა გიორგი გუდაძის (წყალბურთელის, რომელიც ვაკის საცურაო აუზთან დაჭრეს) შემთხვევაში. დიდი მადლობა შსს-ს სწრაფი რეაგირებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღე-დღეზე გაიხსნება დანაშაული. სამწუხაროდ, მინისტრის ყურამდე არ მივიდა ის ინფორმაცია, რომ მაყუჩიანი იარაღით მოხდა გასროლა და ჩაცხრილვა, რაც ტერორიზმით ან განზრახ მკვლელობით კვალიფიცირდება. საქმე კი კვალიფიცირდა მარტივი, 118-ე მუხლით. ზუსტად ვიცი, გომელაურს ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა.

ქვეყანაში მიდის პროცესები, რომელიც სამწუხაროდ, მინისტრების ყურადღების მიღმა რჩება, რადგან საშუალო რგოლში შემორჩენილები არიან ზონდერების სახურავები. საბოლოო ჯამში მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენნაირები. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ირაკლი გედენიძეს, რომელმაც დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი. რომ არა მის მიერ გადაღებული კადრები, ვანო მერაბიშვილის სასჯელიც არ იქნებოდა განსაზღვრული ამ სახით. ის ადამიანები, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ქვეყნის მტრებად იყვნენ გამოცხადებული და დღესაც მათზე მიდის ნადირობა.

- ვის მიაწოდეთ ინფორმაცია ე.წ. ზონდერების შესახებ და რატომ არ ხდება რეაგირება?

- ჩემი ინფორმაციით, ხდება რეაგირება და მალე იქნება შედეგი. ვახტანგ გომელაურის ბოლო ინტერვიუც ამის გამოძახილი იყო, სადაც თქვა, ყველა დაისჯება, ვინც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნორმალური პროცესების განვითარებასო. ამ ადამიანმა იცის, რაზეც ლაპარაკობს. ჩვეულებრივი სადამსჯელო აქტი იყო გედენიძის შემთხვევა. ზუსტად ვიცოდი, მოძალადის მამა რომ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომაგენელი იყო. არავის არაფერი უკვირს, ყველამ ყველაფერი იცის, მთავარია დღეს შსს-ში მივიდნენ ის ადამიანები, ვისაც ქვეყნის გადარჩენა უნდა და არა დაღუპვა. შსს-ში ზუსტად ის ადამიანები მოვლენ, ვისაც არ აქვს ბინძური წარსული და მხოლოდ ქვეყნის სამსახურში არიან.

- რა თანხას უხდიან მათ და ვინ აფინანსებს ზონდერებს?

- მათ ყოველთვიურად უხდიან თანხას. ესენი არიან ადამიანები, ვისაც პატარ-პატარა წილები ჰქონდათ მიბარებული. ბოლოს მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი, მართალია გიორგი გუდაძეს 7-დან 4 ტყვია მოარტყეს, მაგრამ ის გადარჩა და უკვე არის დაგეგმილი ბრძანება იმ ადამიანის ლიკვიდაციისა, ვინც ვერ ისროლა კარგად. მსროლელი ახლა თავად გახდა სამიზნე, რადგან ბევრი თავისიანი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, რადგან გამოძიება სწორ გზაზეა. მე ის თაობა ვარ, ვისაც ახსოვს "კულინარიელები". დაახლოებით ასეთი ჯგუფები არის შექმნილი. მაშინ იყო რამდენიმე ბიჭი, მეტეხში ისხდნენ და იცოდნენ, არ დაიჭერდნენ. მათ ასრულებინებდნენ რაღაც დავალებებს და მერე კლავდნენ. რამდენიმე გადარჩა, ვისაც ჭკუა ეყო და დროზე ჩამოშორდა. კაცმა არ იცის, ვინ როგორ დაიღუპა. 20-22 წლის ადამიანები უკვე განწირულები არიან. ვიცი, რომ ეს ჯგუფები გაყოფილია უკვე და მათ შორის შიდა დაპირისპირებაა. ისინი სამიზნეები არიან, რადგან აღარ სჭირდებათ. დავალებას რომ შეგასრულებინებენ, დამკვეთს აღარ სჭირდები. ერთმანეთთან დაპირისპირებით უკვე ლიკვდირებულთა სიაში არიან. რთული პროცესი მიმდინარეობს. არცერთი ქართველი არ გვყავს დასაკარგი. ის სისულელე კი არ უნდა გადაიცემოდეს ეთერით, რასაც ვუყურებთ, არამედ ამაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა