საქართველოს მთავრობა იაპონურ ელექტრომობილებს შეიძენს

საქართველოს მთავრობა იაპონურ ელექტრომობილებს შეიძენს

იაპონიის მთავრობა საქართველოს 500 000 000 იაპონური იენის (დაახლოებითი 4,2 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით არასაპროექტო საგრანტო დახმარებას გაუწევს. ურთიერთგაცვლით ნოტებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ხვალ ხელს მოაწერენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაპონიის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია ახალი თაობის ეკო-მეგობრული ავტომობილების შესაძენად, მაგალითად, ჰიბრიდული ავტომობილი (HV), დასატენი ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV), ელექტრომობილი (EV) და სუფთა დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება (CD). საგრანტო დახმარების განხორციელებას საქართველოს ეკოლოგიური გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეიწყოს ხელი.

იაპონიამ, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA) სხვადასხვა მიმართულების პროექტები საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) სესხის სახით განახორციელა. იაპონიის მიერ ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოს მიმართ შეადგინა 370 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობა და სოციალური სექტორი, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა