ირაკლი ჩიქოვანი - პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი ჩიქოვანი - პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"თავისუფალი დემოკრატები" მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაგვთანხმდა, რათა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა შედგეს. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის ის პოზიციაც, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს. "რა შეეხება რიგგარეშე სხდომის გამართვის თარიღს, რეგლამენტისა და პროცედურის მიხედვით, ეს იქნება მიმდინარე კვირას", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა