ბიძინა ივანიშვილმა გოგი თოფაძეს ქარხანა აჩუქა - "მომცა და მითხრა, გოგი, მოდი, შენ მოუარეო"

ბიძინა ივანიშვილმა გოგი თოფაძეს ქარხანა აჩუქა - "მომცა და მითხრა, გოგი, მოდი, შენ მოუარეო"

ბიძინა ივანიშვილმა გოგი თოფაძეს, ფაქტობრივად, ნაყინის მწარმოებელი ქარხანა "თოლია" აჩუქა. ამის შესახებ გოგი თოფაძემ გადაცემა "ბიზნეს-PRESS" -ში განაცხადა, რომელიც ყოველ ორშაბათს, 22 საათსა და 30 წუთზე "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის.

გოგი თოფაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "თოლია" ძალიან შეღავათიან ფასად დაუთმო:

"ის ქარხანა ვერ მუშაობდა, უკმაყოფილო იყო ბიძინა, მომცა და მითხრა, გოგი, ამ ქარხანას გაყიდიან და ვერ მოუვლიან. მოდი, შენ მოუარე, ბანკში ჩადე, ჩემს ბანკში და თუ ვერ მოუვლი, ხომ წავიღებ ამ ქარხანას თუ არა და, განავითარებო. იმის მერე ეს ქარხანა ნაყინის წამყვანი მწარმოებელია. ჩვენი ბაზრის ნახევარი უჭირავს და საკმაოდ მომგებიანია. ექვსი წელი მოვუნდით მის რეკონსტრუქციას, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანია ახლა ჩვენს ბაზარზე",- ამბობს გოგი თოფაძე გადაცემაში.

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში გოგი თოფაძის ბიზნესის ისტორიას 16 მარტს იხილავთ.

VIDEO| საინტერესო ფრაგმენტები გადაცემიდან

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე