ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს გმობს

ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს გმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს.

"კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ზუგდიდში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა