ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული ავტომობილები - როგორ ცხოვრობდა ყოფილი მინისტრი პატიმრობამდე

ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული ავტომობილები - როგორ ცხოვრობდა ყოფილი მინისტრი პატიმრობამდე

როგორ ცხოვრობდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაპატიმრებამდე, და როგორ გამოიყურებოდა მისი სამუშაო ოთახი, სადაც ყოფილ მინისტრს იდეალური პირობები ჰქონდა შექმნილი არა მხოლოდ სამუშაოსა და ოფიციალური შეხვედრებისთვის, არამედ დასასვენებლად, განსტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და რელაქსაციისთვისაც...

Ambebi.ge გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელშიც იხილავთ ძვირადღირებულ ავტომობილებს, რომლებიც მონისტრ ახალაიას ემსახურებოდნენ და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის სამუშაო ოთახს, რომელიც დიდ, მდიდრულ აპარტამენტს წარმოადგენს. ნახავთ სამზარეულოსაც და სააბაზანოსაც.

აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა თავდაპირველად, 2013 წელს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროვდა.

იმავე პერიოდში მოინახულა ახალაიას სამუშაო ოთახი ირაკლი სესიაშვილმაც, რომელმაც საკუთარი შთაბეჭდილებები მედიასაც გაუზიარა.

"თავდაცვის უწყებასთან ერთად 7 სამხედრო გარნიზონი შემოვიარე. რეალობა, რაც იქ დაგვხვდა, იმ მითებს სცდება, რასაც წლების მანძილზე გვიყვებოდა ყოფილი ხელისუფლება. ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ასეთ პირობებში აცხოვრებს საკუთარ ჯარისკაცებს, ნატო-ში გაწევრიანებაზე ქადაგებს და წლების მანძილზე ტყუილებით კვებავს საზოგადოებას. ამ გარნიზონებში ჯარისკაცები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში. ნაწილი შენობების ახლად გარემონტებულია, რომელზეც სერიოზული თანხაა დახარჯული, მაგრამ უკვე ნასახლარს ჰგავს. სამაგიეროდ, უწყების ხელმძღვანელები ცხოვრობდნენ მდიდრულად და სოლიდურ პრემიებსაც არ იშურებდნენ საკუთარი თავისთვის", - ამბობდა სესიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ| პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

ფოტო/ვიდეო: Fb.com/Committee on Defence and Security-Parliament of Georgia

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა